logo_geo
eng_logo
სოხუმში საპროტესტო აქცია დასრულდა
- +

16 დეკემბერი. 2016. 13:49


 

სოხუმის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანგასთან კომპრომისს მიაღწიეს.


ჩვენს ორის მიღწეული კომპრომისი შესაბამის დოკუმენტებში აისახება", - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ასლან ბჟანიამ.


ბჟანიას და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობები შესთავაზა.


მანამდე ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდა. მას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა 15 დეკემბერს ამოიწურა.




 

right_banner
არქივი
right_banner