logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს სახელს შეუცვლიან?
- +

16 დეკემბერი. 2016. 16:20



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით, „სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის შესაცვლელად რეფერენდუმი ჩატარდება. თიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონს ისტორიული სახელი - ალანია უნდა ეწოდოს. 

 

„ვგეგმავთ რესპუბლიკის პოლიტსაბჭოს შეკრებას, ასევე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიების მოწვევას, რათა „სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის შეცვლის საკითხი განვიხილოთ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს", - განაცხადა თიბილოვმა.


თიბილოვის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შეკრება 2017 წლის იანვარში გაიმართება, სადაც გადაწყდება ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ზუსტი თარიღი.




 

right_banner
არქივი
right_banner