logo_geo
eng_logo
ამინდის გაუარესების გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
- +

17 დეკემბერი. 2016. 13:18


 


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეფერხებით სრულდება ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო.


ავიაკომპანია „ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც რეისს მენინგემიდან ასრულებდა, ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.


ასევე, გაუქმებულია სალონიკის რეისი. ცვლილება შეეხო სოფიის და ბუდაპეშტის რეისებსაც.


ბულგარეთის მიმართულებით რეისი 14:30 საათზე შესრულდება, ბუდაპეშტიდან თვითმფრინავი დილის 05:40 საათზე ჩამოფრინდება, ქუთაისიდან კი, 06:20 საათზე გაემგზავრება.



 

right_banner
არქივი
right_banner