logo_geo
eng_logo
ზესტაფონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს
- +

18 დეკემბერი. 2016. 15:38



იმერეთში, ზესტაფონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. აღნიშნული ფაქტი „პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.


პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-15 წლამდე.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner