logo_geo
eng_logo
გურჯაანის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:37


გურჯაანის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს"  ფარგლებში, ყვარლის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც გურჯაანის რაიონული პროკურატურის, ყვარლის პოლიციის სამმართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა დავით ნაღებაშვილმა ყვარლის რაიონის სოფლების - თივის, სარუსოს და ჩანთლისყურის მკვიდრებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს" მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.


ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.


გურჯაანის  რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს"   ფარგლებში გურჯაანის რაიონის მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner