logo_geo
eng_logo
ბორჯომში 64 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
- +

20 დეკემბერი. 2016. 18:08



ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გადასცეს.



ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე, 4-სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო ტრესტი N3"-მა  განახორციელა.  მშენებლობის ღირებულებამ 1 736 182 ლარი შეადგინა.



დღეს, 36 ერთოთახიანი, 20 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.






 

right_banner
არქივი
right_banner