logo_geo
eng_logo
კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება
- +

23 დეკემბერი. 2016. 22:18


 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტის ფარგლებში, კახეთში ახალი გზების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა.


აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.


სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.


ამ ეტაპზე, სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება. აღნიშნული დოკუმენტების მოსამზადებლად, სულ სამი კომპანიის ფინანსური წინადადება გაიხსნა.


თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


 

right_banner
არქივი
right_banner