logo_geo
eng_logo
მესტიასა და თეთნულდში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
- +

24 დეკემბერი. 2016. 13:24



ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 24 დეკემბერს ზამთრის სეზონს მესტიასა და თეთნულდში ოფიციალურად გახსნეს.


თეთნულდის ახალი სამთო-სათხილამურიო ტრასა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპით გაიხსნა. შეჯიბრების დასასრულს კი სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებენ.


თეთნულდის ფერდობი ერთ-ერთ საუკეთესო საშეჯიბრო სივრცედ არის მიჩნეული.


წელს კურორტს კომპანია „დოპელმაიერის" სამი ახალი საბაგირო დაემატა. სულ თეთნულდზე 8 სათხილამურო ტრასა და 4 საბაგიროა. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.


18:00 საათზე ძველ მესტიაში FREESTYLE SHOW გაიმართება, რომელსაც კონცერტი დაასრულებს.


სეზონის გახსნის ღონისძიებებს ესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, მინისტრები ტარიელ ხეჩიკაშვილი და სოზარ სუბარი.

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner