logo_geo
eng_logo
ძველ და ახალ შუამთაში ახალი ტურისტული ობიექტები გაიხსნება
- +

25 დეკემბერი. 2016. 22:35


 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ძველ და ახალ შუამთაში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასრულა.


ახალი ტურისტული ობიეტის გახსნის მიზნით, კახეთს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტი, მეუფე დავით მახარაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე ეწვევიან, რომლებიც შუამთაში შეკრებილ საზოგადოებას კულტურული ძეგლის მიმდებარედ გამართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და მის მომავალ განვითარებაზე მიაწვდიან ინფორმაციას.


მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. ახალი შუამთის მონასტერი კახეთის დედოფალმა თინათინმა XVI საუკუნეში დააარსა.


 

right_banner
არქივი
right_banner