logo_geo
eng_logo
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
- +

26 დეკემბერი. 2016. 00:33


 


2017 წლის დადგომამდე ერთ კვირით ადრე, 25 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათზე, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის მოახლოება დღეს ერას მოედანიდან მიულოცა და ქალაქის მთავარი საახალწლო სიმბოლო ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან, შვილებთან, ბათუმელ პატარებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად აანთო.


საახალწლო განწყობა ფოიევერკებმა კიდევ უფრო დაამშვენეს. ნაძვის ხის ანთების და საშობაო დღეების დაწყების აღსანიშნად ერას მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველო მომღერლები- ქეთი ფარესაშვილი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი. წელს ბათუმელებსა და მის სტუმრებს ევროპის მოედანზე კარგი სანახაობა და გასართობი პროგრამა ელით.


25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარდება უფასო კონცერტები, ბავშვებს უმასპინძლებს სპეციალურად მოწყობილი სანტას კუთხე. საახალწლო პროგრამის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე: http://garetkaia.ge  ქალაქის მთავარი ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრი და 1650 კგ-ია, ხოლო დიამეტრი 11 მეტრია. იგი 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშორებით, 180 ცალი წითელი ბაფთითა და კენწეროზე დასამაგრებელი ოქროსფერი ვარსკვლავითა და მწვანე ლედ ნათურებით დამშვენდა. ნაძვის ხის გარდა, საახალწლო დღეებში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ბათუმში დეკორატიული ანგელოზები, ირმები და თოვლის კაცებიც დაიდგა.


 

 

 

 


 

 

 




 


 

right_banner
არქივი
right_banner