logo_geo
eng_logo
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პანკისის სოფლებში მდებარე 2 ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა
- +

28 დეკემბერი. 2016. 10:31


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.


აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.



 

right_banner
არქივი
right_banner