logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ბათუმს, ზუგდიდსა და ქუთაისს ეწვივნენ
- +

28 დეკემბერი. 2016. 14:41



27 დეკემბერს ბათუმს, ზუგდიდსა და ქუთაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი ეწვივნენ.


სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სახელმწიფო უწყების პირველი პირები ვეტერან ბენეფიციარებს და შშმ პირებს საახალწლო საჩუქრებით შინ ეწვივნენ.


ვლადიმერ იმნაძემ და ნიკოლოზ კვეზერელმა ვეტერანებს უწყების ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინეს, მათ პრობლემებს გაეცნენ და გადაწყვეტის გზები ერთობლივად დასახეს.



 

right_banner
არქივი
right_banner