logo_geo
eng_logo
რუსთავში დღეს საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება
- +

31 დეკემბერი. 2016. 11:09


 


რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს 21:00 საათზე, მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.


 
კონცერტში მონაწილეობას გიო ხუციშვილი, სალომე ბაკურაძე, გოგა მესხი, თორნიკე ყიფიანის ბენდი, ასევე, ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები: ,,ბისაიდს'', ,,ცეცე'', ,,დესპანი'', Overtime; სოლო შემსრულებლები: გური პასიკაშვილი, მარი ღვალაძე, ფოლკლორული ანსამბლები - ,,სალხინო'', ,,თუთარჩელა'', ,,მე რუსთველი'' მიიღებენ. 



გალა-კონცერტს მსახიობი ნინუცა მაყაშვილი და სოსო ელიზბარაშვილი წაიყვანენ. საახალწლო ღონისძიება 24:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.




 

right_banner
არქივი
right_banner