logo_geo
eng_logo
რიკოთზე საავტომობილო მოძრობა რამდენიმე საათში აღდგება
- +

8 იანვარი. 2017. 13:13



თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და ავტოტრასპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.


6 იანვარს ღამეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.



 

right_banner
არქივი
right_banner