logo_geo
eng_logo
ხულოში „ნაცმოძრაობის" ყრილობა ქუჩაში გაიმართა
- +

9 იანვარი. 2017. 15:17


 


ხულოში, „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ყრილობა ქუჩაში გაიმართა.


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ელგუჯა ბაგრატიონმა „პირველს" განუცხადა, რომ მათ დელეგატები 20 იანვრის ყრილობისთვის უკვე შეარჩიეს.


კახა დეკანაძემ სპეციალურად დაკეტა "ნაცმოძრაობის" ოფისი ხულოში, რათა დღევანდელი ყრილობა ჩავარდნილიყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყრილობა მაინც გავმართეთ დაშსევარჩიეთ 58 დელეგატი. შესაბამისად, მზად ვართ, რომ 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ", - აცხადებს ბაგრატიონი.


აჭარის „ნაცმოძრაობის" ოფისში პარტია ორად - მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ჯგუფებად გაიყო.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ჩატარდება 20 იანვარს, თბილისში, სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner