logo_geo
eng_logo
აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარია
- +

11 იანვარი. 2017. 01:36



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.


სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.


ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 დიამტერისა და დაახლოებით 20 სიმაღლის ყორღანია", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.



 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner