logo_geo
eng_logo
შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
- +

28 იანვარი. 2017. 18:30



აჭარაში, ხანგრძლივი თოვისა და ქარის გამო, შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.


როგორც „კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს, ხვალ აჭარაში ქარბუქია მოსალოდნელი, რაც სანაპირო ზოლში შტორმს გამოიწვევს.


„ხვალ სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი - ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ბათუმში თოვს", - აცხადებს სინოპტიკოსი მავილე ბერიძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner