logo_geo
eng_logo
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
- +

3 თებერვალი. 2017. 20:12



ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 74-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული სტუმრის რანგში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დაესწრო.


ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც  პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ხსენებული პირის მიმართ არსებული „ბრალდებები" არის გამოგონილი, ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და შესაბამისად აუცილებელია მისი  უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება. შეხვედრაზე ასევე  საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც ექმნება უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით.


აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს კონკრეტული ინციდენტი.


„ძალიან კარგი იყო ჩემთვის ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა და ვიცი, რომ რთული ვითარებაა.არ არის მარტივი პროგრესის მიღწევა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავეხმაროთ ადამიანებს,გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და ჩვენი წარმომადგენლები ეხმარებიან მათ ამ მიზნის მიღწევაში",- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურციმ.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 2 მარტს   გაიმართება.


 

right_banner
არქივი
right_banner