logo_geo
eng_logo
ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა
- +

7 თებერვალი. 2017. 00:16



„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.


ჯერ კიდევ 2015 წელს თიბილოვმა განაცხადა, რომ სურს ე.წ. რესპუბლიკას „ისტორიული სახელწოდება - ალანია დაუბრუნოს".


საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს: „თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა".


დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყანა" უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner