logo_geo
eng_logo
თხილის მავნებელის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს
- +

17 თებერვალი. 2017. 17:49



თხილის მავნებელის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს და წარმოადგინეს პირველადი გეგმა-რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თხილის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება და რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.


შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მისი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები.


გუბერნატორმა აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.


„თხილის ბაღლინჯო აზიანებს თხილის გარდა სხვა მრავალწლიან და ერთწლიან კულტურებსაც, დეკორატიულ მცენარეებს და მას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მავნებელის (ბაღლინჯოს) წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მიერ განისაზღვრება შესაწამლი საშუალებების დასაწყობების ადგილი. შეიქმნება ინტერაქტიური რუკა; ჩატარდება მონიტორინგი; შეირჩევა მობილური ჯგუფები, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა მოხდეს შეწამვლა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ. მოხდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner