logo_geo
eng_logo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ელექტროსარემონტო საამქროში ახალი საწარმოო უბანი გაიხსნა
- +

14 დეკემბერი. 2017. 13:52

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ელექტროსარემონტო საამქროში ახალი საწარმოო უბანი გაიხსნა, რისთვისაც ქარხანამ ბიუჯეტიდან 38 ათასი დოლარი გამოყო.

 

აღნიშნული უბანი  4 ერთეულ თანამედროვე სტანდარტების დანადგარს მოიცავს: სპილენძის გრაგნილის მოხსნის, ძრავების წვეთოვანი ფორმატით გალაქვის, გამოწვისა და შრობის ახალ აგრეგატს მოიცავს. დანადგარი სპილენძის მავთულის ავტომატურ დახვევას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის ხარისხს, ზრდის მის საიმედოობას, ამცირებს ხარჯვით ნაწილს, ამარტივებს სამუშაო პროცესს და ადგილზე დასაქმებულებს კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის.

 

როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა აღნიშნა, ეს აპარატი იძლევა იმის საშუალებას, რომ ძრავში არ მოხვდეს ლაქის სახით ზედმეტი რაოდენობა, ამავდროულად არ დაიხარჯოს ზედმეტი ლაქი და არ დაზიანდეს ძრავი. მისივე თქმით, სპილენძის დასახვევი სისტემა გაცილებით თანამედროვეა და ყოველივე ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ გრაგნილი ხარისხიანი იყოს.

 

 

 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner