logo_geo
eng_logo
აბაშაში, სოფელ წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

10 აგვისტო. 2018. 22:18

 

 

მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას - ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება.

 

​ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

​ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი.

​ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×