logo_geo
eng_logo
ატენის ხეობაში, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

5 სექტემბერი. 2018. 23:23

 

 

ატენის ხეობაში, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 8-ჰა – მდე ფართობი.

 

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

 

მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

 

ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×