logo_geo
eng_logo
ზესტაფონის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი პროექტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება
- +

6 სექტემბერი. 2018. 11:40

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოციალური დახმარების განმხილველი კომისიის პირველი შეკრება შედგა.

 

სოციალური დახმარების პროექტი იმ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ითვალისწინებს, რომელთა პრობლემის მოგვარებას მოქმედი სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.

 

კომისიის მიერ განხილული განცხადებებიდან, ნაწილი დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილი - შესაბამისი რეკომენდაციით, „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაეგზავნა.

 

ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, კომისიის მიერ განხილული და დაკმაყოფილებული განაცხადების ნაწილი მერიის, ნაწილი კი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსდება. გარკვეული რაოდენობის განაცხადების დაფინანსება ერთობლივადაც განხორციელდება.

 

„შეუძლებელია, მუნიციპალური შესაძლებლობები გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც ამ ადამიანების წინაშე დგას, მე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩენილი კეთილი ნებისათვის, რომლებმაც ასე გაითავისეს ამ ადამიანების უმძიმესი პრობლემები და გაუწოდეს დახმარების ხელი“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

 

„კახაბერ მახათაძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ძალისხმევა და რესურსი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის რაც შეიძლება მეტი მცხოვრების დახმარება და მათი მდგომარეობის შემსუბუქება შევძლოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×