logo_geo
eng_logo
„აფხაზური დედა-ენა“ - წიგნის პრეზენტაცია ბათუმის მწერალთა სახლში გაიმართა
- +

14 მარტი. 2019. 02:04

 

ბათუმის მწერალთა სახლში წიგნის - აფხაზური ,,დედა ენა“ პრეზენტაცია გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან მიაწოდეს.

 

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ქართულ - აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების მხარდაჭერის მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება.

 

„აფხაზური ენის განმტკიცება და გადარჩენა არის აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების აღდგენისა და გამყარების წინაპირობა. აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი უშლის ხელს და ეს არის რუსული ოკუპაცია. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

პროექტი ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის“ აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს წიგნები გადაეცათ. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

 

საღამოზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

ღონისძიებას აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×