logo_geo
eng_logo
ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიას მკვიდრ ლევან ძაძუას მალე გაათავისუფლებენ
- +

15 მარტი. 2019. 00:44

 

გალის რაიონ სოფელ პირველი ოტობაიას მცხოვრებ ლევან ძაძუას სავარაუდოდ მოკლე დროში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

 

ძაძუას დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ -ერთი ვერსიით, ძაძუების  საცხოვრებელ სახლში სოხუმიდან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იმყოფებოდნენ.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმირებული წყაროს ცნობით, მამა-შვილი ძაძუები სასტიკად სცემეს.   ნაცემი ლევან ძაძუა  დასაკითხად სოხუმში გადაიყვანეს.  მამამისი იური ძაძუა   კი დღეს იმყოფებოდა სოხუმის იზოლატორში, სადაც განუცხადეს, რომ მისი შვილი სხვა ძაძუაში შეეშალათ და მას, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ  პირველი ოტობაიიდან 30 წლის ლევან ძაძუა გამთენიისას  გაიტაცეს.  ერთ-ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×