logo_geo
eng_logo
ბაღმარანის გზის მშენებლობა დაიწყო - სახელმწიფო რწმუნებული პროცესს ადგილობრივებთან ერთად გაეცნო
- +

15 მარტი. 2019. 22:32

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი დაიწყო. სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ქონია.

 

სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა.

 

ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.

 

გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×