logo_geo
eng_logo
ხობში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
- +

21 მარტი. 2019. 22:31

 

 

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ფოთის თოჯინების თეატრის მსახიობთა მონაწილეობით სპექტაკლი „სისა ტურა“; ხოლო, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ასფალტზე ხატვა გაიმართა.

 

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

 

21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×