logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლამ კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზონალურ ეტაპს უმასპინძლა
- +

22 მარტი. 2019. 12:48

 

21 მარტს, ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლამ, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზონალურ ეტაპს უმასპინძლა.

 

უფროსთა კატეგორიაში სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდმა „ნოეს კიდობანი“ 21 კითხვას გასცა სწორი პასუხი და მაღალი შედეგის გამო პირდაპირ, შესარჩევი ეტაპების და სანუგეშო ტურების გარეშე, საქართველოს მასშტაბით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

 

„ნოეს კიდობანი“ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გუნდს „ჯვარი მძლევარი“ მცირე სხვაობით ჩამორჩა.

 

„ნოეს კიდობანის“ შემადგენლობაში იყვნენ: პოლინა ფილიპია (კაპიტანი), მარიამ კვიკვინია, თამაზ ბუკია, ირაკლი კვიკვინია, ქრისტინე პერტია, მეგი წოწერია, ნიკა ბუკია. გუნდი საკონკურსოდ მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ხუხიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×