logo_geo
eng_logo
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა, ჰესის მშენებლობის ტერიტორიას სპეცრაზმი იცავს
- +

21 აპრილი. 2019. 12:46

 

 

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ადგილობრივებმა ხმაურიანი პროტესტი შეწყვიტეს.

 

თუმცა ისინი რჩებიან ადგილზე და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტერიტორიას, სადაც ხადორი 3-ის მშენებლობა დღეს დილიდან დაიწყო, სპეციალური დანიშნული რაზმი იცავს. ისინი ადგილობრივებს სამშენებლო ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×