logo_geo
eng_logo
ხობში თვითმმართველობის წარმომადგენლებს სასწავლო პროგრამები გააცნეს
- +

23 აპრილი. 2019. 11:47

 

კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილების საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დირექტორებს შეხვდა. მერმა და „ფაზისის“ ხობის განყოფილების უფროსმა ფერიდე გოგიამ შეხვედრის მონაწილეებს სასწავლებელში არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს და პროფესიული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და კოლეჯის დირექტორის მოადგილე გივი ღვანია ესწრებოდნენ. სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები. საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებაში ფუნქციონირებს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

 

გრძელვადიანი პროგრამები:

 

ელექტროობა - III საფეხური;

 

თმის მომსახურება - III საფეხური; გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.

 

მოკლევადიანი პროგრამები:

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ბუღალტერია;

ბუღალტრული პროგრამა „ორისი“;

ოფისის მენეჯერი;

ფერმერობა-მეთევზეობა;

სტილისტი;

ჭრა-კერვა.

 

პროგრამები 2-თვიანია და გაიცემა სერტიფიკატი.

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×