logo_geo
eng_logo
რიკოთის გვირაბში 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
- +

9 მაისი. 2019. 00:19

რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება, ასევე, აიკრძალება 9 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.

 

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

 

გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×