logo_geo
eng_logo
თუშეთის გზაზე 16 ადამიანია ჩარჩენილი
- +

11 მაისი. 2019. 01:11

 

 

თუშეთის გზაზე 16 ადამიანია ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ საფრთხე არ ემუქრება. ჩარჩენილებს შორის მწყემსები და გზის გაწმენდაზე მომუშავე კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ამ დროისთვის აბანოს უღელტეხილზე, ე.წ. საგზაო სახლში იმყოფებიან.

 

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და სატელეფონო კავშირზე საღამოს გამოვიდნენ.

 

თუშეთის გზაზე პრობლემა ადიდებული მდინარე სტორის გამო შეიქმნა. წყალმა საავტომობილო გზის მონაკვეთები დააზიანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×