logo_geo
eng_logo
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა КГБ-ს დაავალა, „საქართველოსგან მომდინარე რისკები შეისწავლონ“
- +

6 სექტემბერი. 2019. 12:15

 

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა КГБ-ს თავმჯდომარეს ოლეგ შირანს დაავალა „რესპუბლიკის“ მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან მომდინარე სხვა რისკებიც შეისწავლოს“. ამ ინფორმაციას სააგანტო „რესი“ ავრცელებს.

 

„მე გთხოვთ, რომ თქვენ მომავალშიც, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად გააძლიეროთ ძალისხმევა. ადგილობრივები, რომელ დასხლებულ პუნქტშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ“,- განუცხადა ანატოლი ბიბილოვმა ოლეგ შირანს.

 

КГБ-ს თავმჯდომარემ ე.წ. პრეზიდენტს სოფელ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობის შესახებ პატაკი წარუდგინა.

 

დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა КГБ-ს დაავალა „რესპუბლიკის საზღვარზე სხვა მიმართულებების შესწავლაც, სადაც შესაძლოა საქართველოს მიერ ტერიტორიის ანექსიის რაღაც საფრთხეები არის“.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner