logo_geo
eng_logo
მორგან ორტაგუსი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია
- +

13 სექტემბერი. 2019. 11:42

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია.

 

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები“, - წერს მიკრობლოგზე  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner