logo_geo
eng_logo
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ტერმინის „საქართველო-ოსეთის კონფლიქტის“ შეცვლაზე მსჯელობს
- +

29 თებერვალი. 2016. 12:07


„სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ტერმინის „საქართველო-ოსეთის კონფლიქტის" შეცვლაზე მსჯელობს.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის" დეპუტატის პიოტრ გასიევი განცხადებით, „არსებული ტერმინი არ ასახავს მოვლენების არსს, არ განსაზღვრავს, ვინ არის მსხვერპლი და ვინ აგრესორი".

 

„ჩემი აზრით, ტერმინი „კონფლიქტის" გამოყენება არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ რესპუბლიკის ინტერესებს ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, ეს საშუალებას აძლევს ქართულ მხარეს, საერთაშორისო ყურადღება ოსების ეთნიკური წმენდის ფაქტიდან სხვა საკითხზე გადაიტანოს.
„საქართველო-ოსეთის კონფლიქტის" ნაცვლად უნდა გამოიყენონ „სამამულო ომი", - განაცხადა პიოტრ გასიევმა.

 


აღნიშნული საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში ე.წ. საპარლამენტო სესიაზე გეგმავენ.


 

right_banner
არქივი
right_banner