logo_geo
eng_logo
„რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს კაპიკებს უხდის“
- +

13 ივნისი. 2016. 13:48


სოხუმის დე-ფაქტო მერი ადგურ ხარაზია გამოცემა „Нужная Газета"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს კაპიკებს უხდის.



ერთი მხრივ, ჩვენ საკუთარი ძალების იმედი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ. ისინი კაპიკებს გვაძლევენ და უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის მივეცით. მათ ეს ბაზები მხოლოდ ჩვენს დასაცავად არ გაუხსნიათ. პირველ რიგში, ეს ბაზები სჭირდებათ რუსეთის NATO-სგან დასაცავად. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ ამისთვის? რატომ არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ურთიერთობა ცივილიზებულ ჭრილში? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, რატომ უნდა არსებობდეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული წესები?" - აცხადებს ადგურ ხარაზია.



მისი თქმით, ე.წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც.



საქმე იმაშია, რომ რუსებს ჰგონიათ, რომ საჩუქარს გვიკეთებენ. მაგრამ აქ არანაირ საჩუქარზე საუბარი არ არის. ის კაპიკები, რასაც ჩვენ გვაძლევენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით. რუსეთი აფხაზებს როგორც მოკავშირეებს, ისე არ ექცევა. რატომ არ გვექცევიან როგორც მოკავშირეებს? ჩვენ რა, ამერიკაში მივდივართ? ჩვენ მხოლოდ ერთს ვაცხადებთ, რომ გვსურს, რუსეთთან ერთად გავაგრძელოთ გზა. ამიტომ რუსეთი სხვანაირად უნდა გვიყურებდეს", - აცხადებს ადგურ ხარაზია.


 

right_banner
არქივი
right_banner