logo_geo
eng_logo
რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს
- +

10 მარტი. 2016. 15:30



რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. რუსული მედია, რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულზე - სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო.



სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული. სწავლება 12 მარტამდე გაგრძელდება.




 

right_banner
არქივი
right_banner