logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს ასამბლეის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან იმაზე რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ინფორმაციას ფლობდნენ
- +

21 მარტი. 2016. 18:33



ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის შემდეგ შიდა ქართლში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან იმაზე უფრო რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ. მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი დავით ვანიშვილსაც ესაუბრნენ და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ოჯახის წევრებისგან მოისმინეს.



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ანეტ გროტჰის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უშუალოდ ადგილზე ნახონ შექმნილი ვითარება, გაეცნონ იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან და შესაბამისად, აღნიშნული პრობლემების პირობებში.



ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ უკვე დაასრულა ოფიციალური შეხვედრები და დელეგაციის წევრები ხვალ საქართველოს დატოვებენ.





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner