logo_geo
eng_logo
ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
- +

20 მაისი. 2016. 11:50


ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში ამავე სოფლის ოთხი მკვიდრი დააკავეს.



სოფელ სპეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი ლომაურიძის განცხადებით, ოთხივე მათგანის დაკავება გუშინ საღამოს მოხდა.



თავდაპირველად ხუთი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი, მოხუცი ადამიანი მაშინვე გაათავისუფლეს, ამბავი რომ ჩამოეტანათ. ფუტკრის სკების ასატანად იყვნენ .. საზღვრის სიახლოვესამ დროს შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. ამბობენ, ოსები იყვნენ და არა რუსი .. მესაზღვრეები. ცხინვალის იზოლატორში ყავთ ყველა", -  განაცხადა გიორგი ლომაურიძემ.

 


არსებული ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახის წევრებს ე.წ. საჯარიმო თანხა უკვე გადახდილი აქვთ და მათ გათავისუფლებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.


 

right_banner
არქივი
right_banner