logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიით დღეიდან რუსეთი მოამარაგებს
- +

27 თებერვალი. 2019. 13:17

 

 

დღეიდან, 27 თებერვლიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის რუსეთიდან გადმოქაჩვა იგეგმება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგია გუდაუთას, გაგრას და სოხუმის ნაწილს მიეწოდება. რაც შეეხება აფხაზეთის დანარჩენს ნაწილს, მომარაგებას ენგურჰესი უზრუნველყოფს.

 

„რუსეთთან აღნიშნული მოლაპარაკების განხორციელების შემთხვევაში 27 თებერვლიდან აფხაზეთში შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×