logo_geo
eng_logo
ადგილობრივების ინფორმაციით, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების გადაადგილება არ შეინიშნება
- +

17 მარტი. 2019. 11:30

 

 

საოკუპაციო ხაზის ხურვალეთის მონაკვეთზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ქართველი სამართალდამცველები.

 

როგორც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივები პირველ არხთან საუბრისას ამბობენ, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება, სოფლის მცხოვრებთა უსაფრთხოებას კი, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

 

„მთელი ღამე სიმშვიდე იყო. სოფელში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ახლაც დგანან ევროკავშირის წარმომადგენლები. აქ არის პოლიციაა და მშვიდად ვართ“, - აცხადებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გივი ბატონისაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×