logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთი თბილისში სტოლტენბერგის ვიზიტს ეხმაურება
- +

26 მარტი. 2019. 10:48

 

„საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს, ეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად იქცა“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან უნდა წაიღოს“.

 

„ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, - აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.

 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და NATO-ს სწავლებები „გამოწვევას წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×