logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: მინდა, ვუთხრა ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება, თქვენთან ერთად მოიაზრება
- +

10 აპრილი. 2019. 15:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა. ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის იმედი აქვს. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

 

„კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს ამ სცენიდან მინდა, ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება - მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×