logo_geo
eng_logo
სირიის ეკონომიკის მინისტრი: სირია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს
- +

19 აპრილი. 2019. 12:08

 

„სირია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას იმედოვნებს და ამაში დიდ პოტენციალს ხედავს“, - ამის შესახებ სირიის ეკონომიკის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა განაცხადა.

 

„ვფიქრობ, შევძლებთ, შემდგომშიც განვავითაროთ ჩენი თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური ხელშეკრულებების ფარგლებში. ჩვენს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიდია, თუმცა არის რიგი სირთულეები, რომელიც უნდა გადავლახოთ“, - განაცხადა სამერ ალ-ხალილმა.

 

სამერ ალ-ხალილის თქმით, „ბოლო წლის განმავლობაში სირიამ შეძლო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება და ახალი არხების ჩამოყალიბება“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×