logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ფიქრები ღამის პროცესის შემდეგ
- +

11 აგვისტო. 2019. 12:33

 

ფიქრები ღამის პროცესის შემდეგ

**********************

მთლად, სრულად ამ გულწრფელი და ფიქრიანი ავტორის (დავით მარდალეიშვილის პოსტი იხ. ქვემოთ) ყველა შეფასებას არ(ვერ) გავიზიარებ, მაგრამ...

 

ვაღიარებ საკუთარ სისუსტეს: „ოცნების“ შეგნებული მხარდამჭერის პოზიციებიდან შემხედვარეს, ჭკუათხელი და უმწიფარი მეგონა მარტო... თინეიჯერი შოთაძე-ყოფ. გენპროკურორი. მას, ჩემი აზრით, აბსოლუტურად შეუფერებელს დაკავებული ერთერთი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობისთვის,, ორი წლის განმავლობაში დაუფარავად, მოურიდებლად, საჯაროდ „ვამკობდი“ და კვლავაც არ მოვაკლებ „ალერსსა და მოფერებას“. თუნდაც იმიტომ, რომ მისმა უგუნურებამ და არაპროფესიონალიზმმა დასაბამი მისცა პოლიტიკური რყევებს, რომელთა ლამის კატასტროფულ შედეგებს ახლაც ვიმკით და, უფრო მეტი, ეს ნეგატიური პროცესი ახლაც შორს არის ფინალამდე.

 

მაგრამ მინდა იგი (და ვინც მას მისტირის) ოდნავ მაინც დავამშვიდო იმით, რომ, თურმე, ამ ნაკლებად ბრძენთა „როლში“ გამონაკლისი არ ყოფილა.

 

ცხადზე ცხადი ხდება, რომ „კოლექტიური შოთაძე“ არ გადამდგარა, იგი ცოცხლობს და მაგრად ფესვგადგმული აგრძელებს „კლოუნადას“, რაც გუშინდელ სასამართლო პროცესმა დაუფარავად აჩვენა: არავითარი წინსვლა, არავითარი გათვალისწინება წინა წლების გამოცდილებისა, არავითარი ინტელექტუალური ზრდა არ ეტყობათ ამ ჩემი ცოდვით სავსეებს... ისტორიაში ცნობილი "დიმიტროვის პროცესი" გამახსენდა, რაიხსტაგის დაწვის გამო რომ გაიმართა ფაშისტურ გერმანიაში და რომელიც... ბრალდებულის ტრიუმფით დამთავრდა...

 

ვუცქერდი სასამართლო პროცესს, მხარეთა ე.წ. პაექრობას, მოსამართლის უკიდეგანო „მოთმინებას“, სახელდახელო ბრიფინგებს და... ერთი ფიქრი არ მშორდებოდა:

 

ძალიან კარგად ვიცნობდი წინა საუკუნის თსუ იურიდიულ ფაკულტეტს და იქაურ მეცნიერულ - პედაგოგიურ დონეს, რომელსაც განსაზღვრავდა „კოლექტიური თინა წერეთლის“ ინტელექტი, კრისტალური პატიოსნება და მოქალაქეობრივი შეუვალობა.

 

ჰოდა, ამ პროცესზე (და არა მარტო) დაკვირვებისას, როგორც ზემოთ ვთქვი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ესენი სად სწავლობდნენ? ვინ ასწავლიდა? სად გადიოდნენ პროფესიულ წრთობას? სად და როდის ჩამოყალიბდნენ? ვინ აკვირდებოდა, აფასებდა და სულს უბერავდა მათ პროფესიულ კარიერას?  დავიჯერო ასე დაეცა ამ 20-30 წელიწადში იურისტთა სამჭედლოს დონე, თუ სოკოსავით მოდებულმა კერძო სასწავლებლების ვეებერთელა ნაწილის პრიმიტივიზმმა შთანთქა ის პოზიტივი, რითაც ცნობილი იყო ეს სფერო?

 

ეს ზოგადად! კონკრეტულად კი იბადება მთავარი კითხვა: სად და ვინ პოულობს ამ „სიფათის“ მქონე ტიპაჟს, რომ შეხედავ და უტყუარად ამოიცნობ „ვინ არის ვინ“!!!

 

ყველას შევახსენებ "კლასიკას": ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, მათთან დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისას, როგორც წესი, იბადებიან ლ ი დ ე რ ე ბ ი, ზოგჯერ ოდიოზური (მაგ. კლოუნები, ზეინკლები, დიჯეები...), მაგრამ მაინც პოპულარობის პიკზე აღმოჩენილი ან "შეგდებული" "ქუჩის" კერპები. და, ასეთი „დაბადებები“ ხშირად მათი გამარჯვებით მთავრდება. სხვა თემა, ვის და რატომ აწყობს ასე. მაგრამ ედ დასკვნა-პროგნოზს რადიკალურად არ ცვლის.

 

მავანთ მინდა მივულოცო: თქვენ შეძელით პრაქტიკულად შეუძლებელი: გაზარდეთ იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც არ უყვარდა ბილწსიტყვაობით გამორჩეული ტიპი და, მიუხედავად ანტიპათიისა, ალბათ, ახლა აღიარებს მის პროფესიონალიზმს, ბრძოლისუნარიანობას და... ავანტიურიზმს.

 

როგორც პოლიტექნოლოგიების სფეროში ჩახედულ კაცს, ძალიან მაინტერესებს: როგორ მიაღწიეთ ამ ფანტასტიურ შედეგს? ამის ცოდნა ქრესტომატიისთვის გამოგვადგება.

 

თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ და ვიწამებთ არსებობას ე.წ. „ინტელექტუალური გუნდისა“, (არა იმ შემადგენლობით ერთი ცნობილი პოლიტკლოუნი და "მორკინალის დედოფალი" უტიფრად რომ აყრანტალებენ) „ოცნების“ ამ შვიდწლიანი პიარ-ეპოქის და მის უცვლელი წარმმართველი ბირთვის ნაღვაწსა და შედეგებსაც გავითვალისწინებთ, დაუოკებელი სურვილი მიჩნდება:

 

ავხადო იმ „მრჩეველთა“ თავის ქალებს, ჩავიხედო - დავრწმუნდე რა ტვინი და რა გამოცდილებაა დაგროვილი იმ ნეიროქსოვილში და რამეთი თუ განსხვავდება იმ უჭკუობისა და პრიმიტივიზმისგან, რითაც გამოირჩევა, თუნდაც, იგივე ენატარტარა და ბრიყვი „პუბლიცისტიკა“ და მისი „ინტელექტით“ აღტაცებული, მასზე „შეყვარებული“ და მისივე მსგავსი ზოგიერთი ტელეწამყვანი თუ ჟურნალისტი.

 

ეჰჰჰ, ვიძახოთ, ახლა და მომავალშიც: ტაში, კუკური!..

 

****************

აქვე გთავაზობთ დავით მარდალეიშვილის „facebook“ პოსტს:

 

„არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, გვარამიამ (დასანახად ვერ ვიტან) 10:0 მოიგო, დღეს!

 

ასე მგონია, „სპეცომ“ გააკეთეს, თუმცა ვერაფრით ვხვდები, რატომ?

 

ან პრაკურორები ვინ იყვნენ?! ან ეს საბრალო მოსამართლე საიდან გამოთხარეს?!

 

ეს უბადრუკი კურდღელი - გვარამია, ერთი, თავისი ტელევიზიის სტუდიაში „ბლატაობდა“ და მეორე - დღეს, ვნახე, თბილისის საქალაქო სასამართლოში!

 

ტიპმა, პრაკურორებს სულ უცოდინრები და იდიოტები ეძახა, მოსამართლის თვალწინ. მოსამართლეს, ხელები უპარჭყა და ისე ელაპარაკებოდა. გაჩერებაც კი ვერავინ გაუბედა!

 

რისთვის დადგეს, ან ვის დაუდგეს ეს სპექტაკლი?! ... და თუ „სპექტაკლი“ არ იყო, რას ნიშნავდა, ან „რუსთავი 2-ის“ დაშვება, პროცესის პირდაპირ ეთერში გასაშუქებლად, ან ეს ცირკი, რაც ზემოთ აღვნიშნე და ამ ყველაფრის დაგვირგვინება - საბრალო მოსამართლის იდიოტური გადაწყვეტილება? ბრალდებული ამბობს (მანამდე, ერთი კვირა, ტელევიზიით იძახა), ფული არც მაქვს და არც ვაპირებ გადახდასო, რის შემდეგაც, მოსამართლე გადის და ბრუნდება გადაწყვეტილებით სადაც წერია, ნახევარს მაინც იშოვი და გადაიხდიო!

 

პირველი, რასაც მოსამართლე აკეთებს, გირაოს შეფარდების დროს, გახლავთ შეკითხვა ბრალდებულს, ან მის ახლობლებს - აქვთ თუ არა, გირაოს თანხის გადახდის საშუალება? ან რამდენის გადახდის საშუალება აქვთ?

 

მოსამართლემ იფიქრა და გადაწყვიტა, 80 000 არ აქვს, მაგრამ 40 000 ნაღდად ექნება სადმე მოყუჩებულიო!

 

მოკლედ, იმხელა იდიოტობა იყო დღევანდელი სასამართლო, რომ ვერაფრით ვიჯერებ, დადგმული არ ყოფილიყო: ანუ, გაუცნობელი საქმე, დეგენერატი პრაკურორები, საბრალო მოსამართლე, იდიოტური გადაწყვეტილება და ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ჩვენება!

 

„მალადეც“, „ოცნება“, მაგრად მუშაობთ - „ნაცების“ მოსვლა რომ არ გვეჭყანებოდეს, თქვენი წასვლის შემდეგ, ჩემდათავად, თქვენი მხარდამჭერის დედა მოვტყან!

 

P.S. ისე, მარინა ბერიძე, გაჭირვების ჟამს, თუ ასე მიაგდებდა ნიკას, "პარაბელუმის" გილზასავით, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. „თფილისი“ მაინც გამოეშვა!“,- წერს მარდალეიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner