logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: Deutsche Welle-მ ორჯერ იკადრა უკადრებელი...
- +

11 სექტემბერი. 2019. 02:26

 

გაოცებულის სტატუსი...

 

მიშა და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პირს არადანიშნულებისამებრ იყენებდა და ხან ჰალსტუხს ღეჭავდა და ხან კი - გადაფურთხებულს ლოკავდა, მეც ვიცოდი და სრულიად დუნიამაც, მაგრამ ის, რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა - გერმანიის სახელმწიფო საერთაშორისო ტელერადიომაუწყებელის Deutsche Welle-ს ინგლისის სამსახურმა იკადრა, იმას ის გაზეთიც კი არ იკადრებდა, ქე რომ მეგი გოცირიძე დააგრიხინებს ხოლმე საქართველოს სოფლებსა და რეგიონებში და ბოლოს დიდი „პატივისცემით“ სჩრის ხოლმე ჭორვილაში, იცით თქვენ, ვისი სახლის კარებშიც.

 

მოკლედ, ამ ჩვენის Deutsche Welle-მ ორჯერ იკადრა უკადრებელი: ჯერ ნიუსის სათაურად გამოიტანა, თავისი და „ნაციონალების“ ჭკუით, ყველაზე მოლაპარაკე სათაური და გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ უწოდა... ცოტა ხანში კი აზრი (ვითომ) „შეცვალა“ და „მოსკოვის კაცი“, როგორც ოპოზიცია უწოდებსო, ასე გაამართლა იდიოტური სათაური-შეცდომა...

 

Deutsche Welle-სი გამკვირვებია... ოპოზიციად მოხსენიებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ჰყავდა და ჰყავს რუსეთის კაცი, იმისთანა უნდა... რუსეთისთვის სასარგებლოდ მიშა სააკაშვილის მიერ ნაკეთების შემხედვარე მაუწყებელი, კიდევ გახარიას ეძახით რუსეთის კაცს, რომელიც გერმანიის უმსხვილესი კომპანიის „Lufthansa Service Holding AG“-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო?! თქვენც დახვედით იმ გაზეთის დონემდე, რომელსაც ხსენებული „პერსონაჟი“ დაარბენინებს ხოლმე ორღობეებში? ბრავო...

 

როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, Deutsche Welle „გაძღა“ და ჩამოლაბორანტდა...

 

არა, აბიდნა რა, თორემ ჩემი რა მიდის?!

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner