logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: გმირის როლის თამაშს რა უნდა, მთავარია გეის როლის დამაჯერებლად შესრულება
- +

10 ნოემბერი. 2019. 00:48

 

„ძალიან ძლიერი ფილმია, უძლიერესი. დიდი სიყვარული შევიგრძენი და არც მეგონა ამხელა სიყვარული თუ იყო შესაძლებელი. ძალიან დადებითად დავიმუხტე. ამდენი პოზიტივი, ემოცია და სიყვარული ქართულ ფილმებს არც აქვთ“, – ამბობს კინოჩვენებიდან გამოსული მამაკაცი.

 

ანუ მთელს ქართულ კინოისტორიას გადაუსვა ხაზი? აქამდე არაფერი უკეთებია ეტყობათ: სერგო ზაქარიაძეს, კოტე მახარაძეს, აკაკი ხორავას, სპარტაკ ბაღაშვილს, დოდო აბაშიძეს და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო. გმირის როლის თამაშს რა უნდა, მთავარია გეის როლის დამაჯერებლად შესრულება. შეგირცხვეთ ხელოვნება, პოპულისტური ხელოვნება. მთელი ქართველი კინემატოგრაფისტები დაირაზმნენ და მხარდაჭერა გამოხატეს, ხელმოწერებიანი განცხადება აგვიფრიალეს. არიქა, თქვენც მიიღებთ დაფინანსებას, არ ინერვიულოთ, მთავარია თემა სწორად შეარჩიოთ. გეიებზე დაგასწრეს, ახლა ლეზბიებზე გადაიღეთ, თან ჩიხტიკოპიანი ქალები გამოიყვანეთ მთავარ როლში, ნაკლებს არ მივიღებ.

 

ეს ჩვენი კინოშნიკები მოსკოვს რომ ეხვეწებიან ძველი ქართული ფილმები დაგვიბრუნეთო და ბიუჯეტიდან მილიონებს იხდიან იმ ფილმებში, თუ ასეთი უფასურია, რისთვის ირჯებით? იყოს ის ფილმები იქ, რუსეთი მოიწონებს უცხოეთის რეტროსპექტივებზე იმ ფილმებით თავს, მაინც საბჭოთა პროდუქციაა, თქვენ კი თემების მეტი რა გაქვთ? გადაიღეთ ეროტიული ფილმები, იქნებ ამით მაინც მიიღოთ დაფინანსება.

 

ახლა დაიწყებენ მსახიობები, ჩვენ მოძალადეებსაც ვთამაშობთ, ქურდებსაც, მკვლელებსაც და ნარკომანებსაცო... არასოდეს გინატრიათ დავით აღმაშენებელი გეთამაშათ, ან გრიგოლ ხანძთელი, ან აკაკი წერეთელი - მშვენიერი სამუშაო მასალაა ჩემის აზრით. უამრავი თემაა გასაცოცხლებელი, უამრავი მასალა გვაქვს კინოსთვის, მაგრამ აბა, პატრიოტული იდეოლოგიის ფილმს უცხოეთი ხომ არ დაგიფინანსებს? მისი ინტერესი ამაში არ არის. ჰოდა, თუ რამე გახრწნილება, ტალახი და ჭუჭყია, ის ატირაჟირეთ. ფილმს და წიგნს, თეატრს და მუსიკას რომ დიდი იდეოლოგიური დატვირთვა და ძალა აქვს, ეს მე ჩემთვის მეცოდინება, თქვენ კი, ვითომ არც გაგიგონიათ.

 

ბევრი ცნობილი მსახიობი ვიცით, უარი რომ უთქვამთ სცენარზე, ბევრიც ისეთი ვიცით, პერსონაჟის სიყვარულის გამო ჰონორარზე რომ უთქვამთ უარი. აირჩიე ქართველო მაყურებელო! შორს არ წავალ, ჩვენს თანამედროვეობას შეგახსენებთ. რეზო ჩხიკვიშვილმა უარი თქვა ჰონორარზე, ისე შექმნა ექვთიმე თაყაიშვილის უკვდავი სახე. შემოქმედებითი ჯგუფი კი კარდაკარ აგროვებდა თანხას ფილმის გადასაღებად. თუ ვინმეს ეკუთვნის მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დღეს ჯილდო, მე რეზო ჩხიკვიშვილს მივცემდი.

 

აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, არც მინდა, რომ სხვაგვარად ძალმიძდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner