logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ცოტანიღა დარჩნენ ამ დიდი გამარჯვების შემოქმედნი და მონაწილენი
- +

19 ნოემბერი. 2019. 01:39

 

​დიდი გამარჯვებიდან 55 წელი გავიდა! 1964 წლის 18 ნოემბერს "დინამო თბილისმა" ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა!

კარგია რომ გვახსოვს...
ცოტაღანი დარჩნენ ამ დიდი გამარჯვების შემოქმედნი და მონაწილენი...

დღეგრძელობა მათ!

თავმდაბლობის გარეშე: ვინც ეს მატჩი გააშუქა ბეჭდვით მედიაში, იმათგანაც, ცოცხლები თითზე ჩამოსათვლელები არიან:

გარუნ აკოპოვი ("სოვეტსკი სპორტი"), 90- ს კარგა ხანია გადასცდა.

ოთარ (რიჩა) გაგუაც ("თბილისი") მაგრად "უბერავს" წლებს...

თქვენი მონა-მორჩილი, ალბათ, მაშინდელ "დესანტში" ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და უფროს კოლეგებთან ერთად გაზეთ "კომუნისტს" წარმოვადგენდი.

სხვებისთვის კარგა ხანია თვალი არ მომიკრავს. თუ გამომრჩა ვინმე, ბოდიშს ვიხდი, დღეგრძელობას ვუსურვებ და... შემეხმიანოს!!!

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner