logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მიხარია და მეამაყება დათო მაღრაძე!
- +

23 ნოემბერი. 2019. 19:35

 

მიხარია და მეამაყება დათო მაღრაძე! მისი წარმატებები...

სხვაც თუ ასე გაგვახარებს, შევძახებთ - ბრავო!

 

***

 

რომში, ფლორენციის სასახლეში დათო მაღრაძის ლექსების წიგნს „უსადაუროს“ დანტე ალიგიერის საზოგადოებამ უმასპინძლა. საზოგადოებას მიმართეს დანტეს საზოგადოების პრეზიდენტმა ალესანდრო მასიმ, წიგნის გამომცემელმა ჯუზეპე ალეტიმ, საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონმა, წიგნის მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ.

 

დათო მაღრაძემ და იტალიური თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა ვალენტინა კიკომ პოეზიის მოყვარულებს ორენოვანი პერფორმანსი შესთავაზა.

 

 

ალესანდრო მასიმ დანტეს ოქროს მედლით დააჯილდოვა დათო მაღრაძე, „უსადაუროს“ თარგმნისთვის ნუნუ გელაძე და „უსადაუროს“ სამშობლოს პატივისცემის ნიშნად საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე სურგულაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner